воскресенье, 26 июня 2011 г.

126 საჯარო სკოლისა და ქართულ–გერმანული სკოლა ,,ა–Z"–ის სამოქალაქო განათლების ,, ტოლერანტთა კლუბი“ ჩამოყალიბდა 2011 წლის მარტში იგი შეიქმნა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.დაკომპლექტდა სკოლის გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეებით. სკოლის ადმინისტრაციამ გამოგვიყო კაბინეტი სადაც კლუბის წევრები ხშირად ვიკრიბებით სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ სათემო პრობლემების გადაჭრის მიზნით ვმართავთ დისკუსიებს და შეხვედრებს შეხვედრების დროს კლუბის წევრები ვმსჯელობდით სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რომლებიც ემსახურება ახალგაზრდებში სამოქალაქო შეგნების ამაღლებასა და დემოკრატიულ პროცესებში კონსტრუქციულ მონაწილეობას.
კლუბის წევრებმა გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა პროექტი ტოლერანტობის თემაზე ,, ჩვენ ტოლერანტები ვართ“ და მივიღეთ მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობა,   რომელშიც გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ დაფინანსება. პროექტში ჩართულია ქართულ გერმანული სკოლა ანიცეტი.    ჩვენს სკოლებს ურთიერთობების დიდი ისტორია აქვს 126–ე საჯარო სკოლისა და ,,ა–Z’’-ის მოსწავლეებმა 2010 წელს ერთობლივად განახორციელეს პროექტი, რომელიც ეხებოდა საქართველოს ისტორიულსა და ბუნების ძეგლებს და ქართულ ფოლკლორს.
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი ჩვენი დაწყებული მუშაობის და განხორციელებული პროექტების გაგრძელება ყოფილიყო.
ამ თემაზე ასევე აქტიურად მუშაობს ქართულ-გერმანული სკოლა ,,ა-Z”. მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში ,,კარი დიპლომატიისაკენ”, რომელიც არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო ინიციატივა. ,,ა–Z”-ის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ,, Be Tolerant” (იყავი ტოლერანტი), რომელიც ეხებოდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს პროექტის ფარგლებში ებრაული სკოლა ,,თიფერათ–ცვი”–ისა და გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო უკრაინული სკოლების მოსწავლეებთან ერთად მოაწყეს ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი იაპონელი ბავშვების დასახმარებლად. საქართველოს ებრაელთა საზოგადოებრივმა გაზეთმა,, ჟამი ერთობისა"-მ გააშუქა ეს პროექტი და კონცერტი.პროექტის მონაწილეებმა დაამყარეს კავშირი საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა სათვისტომოებთან. შეხვდნენ ებრაული სახლის სათემო რელიგიურ პროგრამათა ხელმძღვანელს მეცნიერებათა დოქტორს ქალბატონ-ზაირა დავარაშვილს . გერმანული სათვისტომო,, აინუნგი"-ს პრეზიდენტს ბატონ გარი აუქსტს . პოლონური საზოგადოების თავჯდომარეს ბატონ საშა რუსეცსკის, ბერძენული საზოგადოების თავჯდომარეს ბატონ ფოტი ჩიტლოვს, ქართველ–ებრაელ ქალთა ორგანიზაციის პრეზიდენტს ევა ბაბალაშვილს, რადიო ,,ჯა–კო”–ს გენერალურ დირექტორს ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს.
2011 წლის მარტში ქარვასლის შენობაში გაიმართა პოლონელი თანამედროვე მხატვრებისა და არქიტექტორების გამოფენა. სადაც შევხვდით პოლონეთის ელჩს ქალბატონ ურშულა დოროშევსკას.
ა-Z”-ის მოსწავლეებთან ერთად მოვაწყეთ გამოფენა ტოლერანტობის თემასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უმცროსკლასელებმაც.
მოვაწყვეთ შეხვედრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან
გავწევრიანდით საქართველოში დაფუძნებულ ქალთა საბჭოში და დავესწარით მის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საღამოებსა თუ შეკრებებს.
შევხვდით აზერბაიჯანელთა კავშირის თავჯდომარეს ბატონ სულეიმან სულეიმანოვიჩს.
10 ივნისს კლუბის წევრები ვიმყოფებოდით დაღესტნელი პოეტის და რეჟისორის ალი ავარსკის საღამოზე რომელმაც შექმნა ფილმი და მიუძღვნა დაღესტნელი და ქართველი ხალხის მეგობრობას. ასევე ანიცეტთან ერთად დავამყარეთ ურთიერთობა ბერძნული და ებრაულ სათვისტომოებთან.
ჩვენი ინიციატივით სკოლაში მოწვეული გვყავდა სკოლის აზერბაიჯანელი მოსწავლეები გაიმართა კონცერტი.
სექტემბრის თვეში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი კონცერტის მოწყობა და გაზეთის გამოცემა ჩვენი მუშაობის და პროექტის გასაშუქებლად.გაზეთი გავრცელდება არაქართულენოვან სკოლებშიც ჩვენს მიერ გამოცემული გაზეთი ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურის გაცნობას და პოპულარიზაციას, მომავალი თაობების ტოლერანტულობის განვითარებას. მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ ტოლერანტობის არსს და მის მნიშვნელობას. რაც იქნება ჩვენი განხორციელებული პროექტის მთავარი შედეგიც. ურთიერთობების გამყარებამ სათვისტომოებთან კი შესაძლოა სხვა ახალ და მნიშვნელოვან პროექტებს ჩაუყაროს საფუძველი.
ჩვენ პროექტის მნიშვნელობა იყო, რომ დაგვენახებინა საქართველოს მომავალი თაობებისათვის და ასევე მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ მზად ვართ სხვა, ეროვნებით განსხვავებულ ხალხთან, მეგობრული ურთიერთობის დამყარებისთის. ჩვენ გვინდა გაიგოს სხვამაც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ კუთხეში ბევრი სხვადასხვა ერის წარმომადგენელი ცხოვრობს საუკუნეების მანძილზე, მარტო ებრაელები 26 საუკუნეა მშვიდობიანად ცხოვრობს საქართველოში და რომ არ ყოფილა არც ერთ პრეცენდენტი მათი დარბევის ან შევიწროების, რომ არც ერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა ერთად ცხოვრების იუბილე. 1998 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით მოეწყო ჩვენი თანაცხოვრების 26 საუკუნოვანი იუბილე. ჩვენი პროექტისა და ვებსაიტის მიზანია, რომ ჩვენი წარსული მაგალითად იქცეს როგორც სხვა ერებისთვის ასევე ჩვენი თაობებისათვის, რომ ჩვენც ვისწავლოთ ტოლერანტობა.